ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სი თი ენ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია შპს "სი თი ენ ჯორჯია"-ს გვაქვს ვაკანსია ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში. ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;

მოვალეობები:

** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ზარების გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
** მეილინგი (შემოსულ მეილებზე დროული რეაგირება)
** დოკუმენტაციის მომზადება/მოწესრიგება (კომპანიასა და თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუთების დროული განახლება, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა)
** HR მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება (კომპანიის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების მოწესრიგება)
** ლოჯისტიკის მართვა
** ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან (თანამშრომლის დაზღვევა/დაზღვევის გაუქმება, ბარათების განაწილება)
** ურთიერთობა მომსახურე სატელეფონო კომპანიებთან (ნომრის გააქტიურება, ლიმიტის კონტროლი და ა.შ.)
** სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების შესყიდვების განხორციელება და მარაგების მართვა
** მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება
** ოფისისთვის აუცილებელი ნივთებით მომარაგების მიღება/კონტროლი;
** შიდა შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება, დასწრება და შეხვედრების ოქმების წარმოება. შეხვედრების შედეგად თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
** კომპანიის დიასახლისის სამუშაოს დაგეგმვა და კონტროლი, შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა/საუბარი)

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;

ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტით მისამართზე: ctngeorgia@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე