ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ლუდსახარში "ნატახტარი", "EFES საქართველო" - გახლავთ შვილობილი Anadolu Efes - ის, მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, რომელიც 10 წელია უკვე ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე როგორც მარკეტ ლიდერი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

ძირითადი მოვალეობები:

** საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით დეკლარირება და შესაბამისი გაანგარიშებების წარმოება;
** დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი და ელექტრონული ფაქტურების დადასტურება;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** მიმდინარე ანგარიშების კონტროლი და გატარებების წარმოება;
** კრედიტორების ნაშთებისა და თანხების კონტროლი;
** კრედიტორებთან და დებიტორებთან ურთიერთობა;
** შესყიდულ ნედლეულთან დაკავშირებული ზედნადები ხარჯების შესაბამის კრედიტორებზე ასახვა;
** ბუღალტრული გადახურვების განხორციელება;
** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და შესაბამისი დარიცხვების შესრულება;
** სხვადასხვა გადასახადების, სესხების დარიცხვა და გადარიცხვების წარმოება;
** იმპორტირებული ლუდის კასრების მოძრაობის ფინანსური აღრიცხვა;
** დოკუმენტების დროული მიღების კონტროლი და საბუთების მოწესრიგება;
** ჩამოწერების პროგრამულად განხორციელება;
** სავალუტო ანგარიშების გადაფასება და სალაროს ანგარიშებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ელექტრონული აქციზების შესყიდვა, სისტემებში ასახვა, ჩამოწერების განხორციელება და შედარება;
** მარაგების კონტროლი და წარმოების შესაბამისი საწყობების მიხედვით შედარება;
** მობრუნებების გატარება;
** ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება;
** ფინანსური დეპარტამენტის შესყიდვების ორდერების შექმნა;
** ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაბამისი სპეციალიზაცია)
** მსგავს სფეროში გამოცდილება - 3 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე