კონკურსი ბიზნეს განვითარების მოდელის შემუშავებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ბიზნეს განვითარების მოდელის შემუშავებაზე
მომწოდებელი: რეგიონის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
თანდართული ფაილი: 213423_Agrocenter_7895713.zip
"ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური ფლატფორმის ჩამოყალიბება" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის - "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის რეგიონულ აგრო-ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, პარტნიორი ორგანიზაციაა "რეგიონის განვითარების ცენტრი". პროექტით გათვალისწინებულია ბოლნისში აგროცენტრის მოწყობა. აგროცენტრი თავს მოუყრის და საცალო მომხმარებელზე გაყიდის მუნიციპალიტეტში წარმოებულ პროდუქციას. აგროცენტრი განთავსდება ქ.ბოლნისში სპეციალურად აშენებულ შენობაში და მის სამართავად შეიქმნება მუნიციპალური შპს. აგროცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მისი სრულყოფილი ბიზნესის განვითარების მოდელის შემუშავება.

"რეგიონის განვითარების ცენტრი" საქართველოში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფებისა და კომპანიებისთვის აცხადებს კონკურსს აგროცენტრის ბიზნეს განვითარების მოდელის შემუშავებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე