ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ბენე ჯგუფი" 2013 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით პოზიციონირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, გამოცდილება და მჭიდრო ინტერნაციონალური ურთიერთობები გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს სწრაფი, კომფორტული, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: შ.ნუცუბიძის ქუჩა 129
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 19:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.
ტრენინგი: საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება,
** სურვილის და ინიციატივების შემთხვევაში კომპანიის სხვა მიმართულებებში ჩართვა (მაგ: ღონისძიებების ორგანიზება, ახალი იდეების და მიმართულების განვითარება, ტურისტულ კომპანიაში ჩართვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისურის ცოდნა,
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება,
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება,
** გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

კომპანიის ბენეფიტები:

** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამედროვე სტანდარტების მქონე ღია სამუშაო სივრცის ოფისი;
** შეხვედრებზე "ბენე ექსკლუზივი"-ს უახლესი ბიზნეს კლასის ავტომობილებით გადაადგილება;
** პროდუქტის და საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა შიდა ტრენინგის საფუძველზე;
** განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების უზრუნველყოფით;

"ბენე ჯგუფი" აქტიურად ანვითარებს ბიზნეს ღონისძიებების მიმართულებას, მათ შორის NETWORKING GEORGIA-ს. კომპანიაში დასაქმებულ პირებს ყოველთვის აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ივენთების დაგეგმვა/განხორციელებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: ioane.chantladze@benegroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე