ინსტიტუც. და ადამიანური შესაძლებლ. პროექტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტიტუც. და ადამიანური შესაძლებლ. პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (რეფორმის) ხელმძღვანელის  თანამდებობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; სამშენებლო პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამუშაო არის სრული განაკვეთის და მოიცავს ინსტიტუციების შესწავლისა და კვლევის საფუძველზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კრიტიკული პოზიციების იდენტიფიცირებას, ანაზღაურების სქემების შემუშავებას, დანერგვას და მონიტორინგს.  

სამინისტრო  განიხილავს ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა
** მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
** კომპენსაციების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** საჯარო სამსახურთან თანამშრომლობის გამოცდილება
** ცვლილებების მართვის გამოცდილება
** რეფორმების დანერგვის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), ქართულ და ინგლისურ ენებზე
** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა
** კრიტიკული ანალიზის უნარი
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ლიდერული უნარ-ჩვევები.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ, CV გამოგზავნონ ელფოსტაზე: hr@moesd.gov.ge და მიუთითონ თანამდებობის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებსაც პირველ ეტაპზე შევთავაზებთ წერილობითი გასაუბრების კითხვარის შევსებას.  
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე