სტაჟირება HR დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრულ განაკვეთზე
ხანგრძლივობა: 3-6 თვე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
** MS Office-ის ცოდნა (Excell-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა

მოვალეობები:

** კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატების მოზიდვა სხვადასხვა წყაროებით;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** კანდიდატების ინტერვიუზე დაბარება;
** ინტერვიუების ჩატარება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: m.kochlamazashvili@spargeorgia.com. გთხოვთ, სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სტაჟირება HR დეპარტმანეტში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე