მუსიკალური წამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუსიკალური წამყვანი
მომწოდებელი: რადიო ციტრუსი FM97.3
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
რადიო "ციტრუსი" FM97.3  ბათუმში აცხადებს კონკურსს მუსიკალური წამყვანის პოზიციაზე.

 ჩვენ ვეძებთ განსაკუთრებული ხმის ტემბრის და  გამართული მეტყველების მქონე ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან  მუსიკალურ ჟანრებსა და მიმდინარეობებში, ფლობენ ქართულსა და ინგლისურ ენებს, აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები.  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 1 მაისამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: 

** რეზიუმე სამოტივაციო წერილთან ერთად.
** ხმის ჩანაწერი MP3  ფორმატში (ნებისმიერი სახის ტექსტით), 1 წუთამდე.

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას და ასაკს. 

თუ თვლი, რომ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური, კრეატიული, ენთუზიაზმით აღსავსე, გიყვარს მუსიკა და გაქვს ტალანტი წარდგე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, უნდა გახდე პოპულარული, შენი ადგილი ჩვენს გუნდშია!

გამოაგზავნე ინფორმაცია მისამართზე: citrusfm97.3@gmail.com და წერილის ველში მიუთითე: "მუსიკალური წამყვანი".

არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.

რადიო "ციტრუსი" ბათუმში მალე დაიწყებს მაუწყებლობას და იქნება პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი რადიოსადგური აჭარაში.

რადიო ციტრუსი სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" რადიოსადგურია, რომელიც ასევე ფლობს "რადიო თბილისი FM93.5"-ს , რადიო "ჰერეთი FM102.8"-ს და "Relaxwebradio"-ს.

ჩვენ 20 წელია წარმატებულად ვთავაზობს მსმენელს ობიექტურ ინფორმაციასა და გემოვნებიან მუსიკას, ხოლო სარეკლამო დამკვეთებს - მათ ბიზნესზე მორგებულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე