მონიტორინგის თანამშრომელი, კამერების ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი, კამერების ინსტალატორი
მომწოდებელი: General Technology
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "General Technology"  აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებებით:

1. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაფიქსირება/დაარქივება/შესაბამისი პიროვნებისთვის შეტყობინება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე დღე, ღამის ცვლა, 21:00-09:00 სთ.
** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
** ხელფასი თითო მორიგეობაზე: 25 ლარი.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა,
** პუნქტუალური,
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.

2. კამერების ინსტალატორი

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისების ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება;
** უსაფრთხოების სისტემების (კამერები, სიგნალიზაცია, დამაფონი) მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა.
** ტექნიკური დავალების შესრულება და დამკვეთთან არსებული ხარვეზის გამოსწორება.
** შიდა ქსელის მოწყობა, კომპიუტერული ტექნოლოგიის სრულად გამართვა.

ტექნიკური მოთხოვნები:

** IP და ანალოგ კამერების ცოდნა სავალდებულოა
** სასურველია სიგნალიზაციის, დამაფონების კონფიგურაციის ცოდნა (შესაძლებელია შესწავლა)
** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
** ქსელების ცოდნა Network A+ ფარგლებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო პირობები: სრული;
** ანაზღაურება: 600 ლარიდან.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია უცხო ენის (რუსული/ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ იმ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე