ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსების განვითარების ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ადამიანური რესურსების განვითარების ჯგუფი" ეძებს კანდიდატს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისთვის, ბუღალტრის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული / პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის დროულად და სწორად შედგენა;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება-გამოწერა;
** კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
** სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
** დიდი რაოდენობის და ფართო ასორტიმენტის სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
** მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგად (ვერბალური/წერითი)
** რუსული - ძალიან კარგად (ვერბალური/წერითი)
** ინგლისური - კარგად (ვერბალური/წერითი).

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** ორის ბუღალტერია (სავალდებულოა)
** MS Office (სავალდებულოა)
** SAP (სასურველია).

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ხელფასი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (6 თვე): 1500 ლარი (net).

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hrdg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე