რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 35-დან 60 წლამდე
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რესტორნის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რესტორნის სფეროში წარმატებული პროექტის განხორციელების შესახებ.

კანდიდატებმა უნდა იცოდნენ კლიენტთა მომსახურების წესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სანიტარული ნორმები და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები, ნორმატიული აქტები და სტანდარტები საზოგადოებრივი კვების სფეროში. ასევე, სალაროს დისციპლინის და ფასწარმოქმნის პრინციპების ცოდნა. მენეჯერი საქმის კურსში უნდა იყოს რესტორნის ყველა განყოფილების მუშაობის პრინციპის შესახებ. ფლობდეს სპეციალიზებულ საბუღალტრო პროგრამას, ესმოდეს რესტორნის სფეროს მარკეტინგი, ვაკანსიებზე კადრების შერჩევის პროცესი და მათთან გასაუბრების წარმოების ცოდნა.

აუცილებელი მოვალეობები:

** რესტორნის საქმიანობის ოპერატიული მართვა;
** სამუშაო სტანდარტების/რეგლამენტის შემუშავება;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** კერძების მომზადების ტექნოლოგიების დაცვის კონტროლი;
** მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა;
** რესტორნის მიერ დადგენილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა გასავალსა და შემოსავლებზე
** ფასების პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია;
** ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების კონტროლი;
** პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და მართვა
** შესყიდვების დაგეგმვა, ურთიერთობების დალაგება მომწოდებლებთან;
** ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** რესტორნის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ობიექტის სანიტარული მდგომარეობის კონტროლი;
** ანგარიშგების წარმოება.   

ანაზღაურება: 1,000 ლარი.  

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ ფოსტაზე: ninikod3@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე