გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: FitPass
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
საერთაშორისო კომპანია "FitPass" სპორტის, დასვენებისა და განტვირთვისთვის შექმნილი პროექტია. მისი დახმარებით, ერთი ბარათის (აბონემენტის) მფლობელს ერთდროულად უამრავი სპორტული დაწესებულების სერვისების გამოყენება შეუძლია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესს
** ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო ჯგუფში მუშაობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა;
** ჯგუფის გაყიდვების კოორდინაცია და როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.

ანაზღაურება: 1500₾ (ხელზე ასაღები).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 10:30-19:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@fitpass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე