ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"Digital TV" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის  პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დაარქივება
** სასაქონლო ზედნადებების მიღება-გატარება-გამოწერა (შიდა გადაზიდვა), ატვირთვა
** ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება
** ხელფასის უწყისების ატვირთვა პროგრამაში
** მივლინებასთან დაკავშირებული  ოპერაციების აღრიცხვა-გატარება
** საბანკო ოპერაციების გატარება
** მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა; უპირატესად ჩაითვლება FINA, SUPERFIN.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** არაკონფლიქტურობა.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი (ყოველი მეორე) 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: 500-1000 ლარი (ხელზე), ცოდნა-გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge 2019 წლის 27 მაისის ჩათვლით. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნას პოზიციის დასახელება.

განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე