იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

შპს "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას  იურისტის  პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის და სხვა) შედგენა/განხილვა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით); 
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის იდენტიფიცირების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: staff@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს "ნიკორამ"  დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე