ახალი წევრების მიღება გაყიდვების ლაბში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალი წევრების მიღება გაყიდვების ლაბში
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" გაყიდვების ლაბში აცხადებს ახალი წევრების მიღებას.

ლაბი შეიქმნა 2019 წლის იანვარში და მისი შექმნის იდეა ემსახურება სადაზღვეო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით დაინტერესებული პირების პროფესიონალ მენეჯერებად ჩამოყალიბებას.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. 2007  წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც)
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება

თვისებები და უნარები: თვითმოტივირებული, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას
** კარიერულ წინსვლას და გაყიდვების სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მზარდ და კონკურენტულ ანაზღაურებას

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მოცემულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე