სავალუტო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავალუტო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ხაზინისა და ფინანსური სერვისების განყოფილებაში.

ვაკანსიის კოდი: VC3446
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 24.04.2019
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

ენები:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი

უნარები:

** ლიდერობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** 3-5 წლამდე გამოცდილება ფინანსურ სექტორში; კლიენტებთან მუშაობის და სავალუტო ბაზრებთან/სავალუტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ხაზინაში ან კორპორატიულ სექტორში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** სავალუტო ბაზრების და სავალუტო პროდუქტების (მათ შორის სავალუტო რისკების დაზღვევის პროდუქტები) სიღრმისეული ცოდნა
** ტექნიკური მოთხოვნები: სასურველია Bloomberg-ის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება, Excel, PowerPoint და MS Office-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა მუშაობის
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური - თავისუფალი ფლობა, რუსული - სასაუბრო - თავისუფალი ფლობა

სამუშაოს აღწერა:

** სავალუტო გაყიდვების ჯგუფის მოვალეობაა საცალო, მცირე და საშუალო და კორპორატიული სეგმენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სავალუტო კონვერტაციების და სავალუტო პროდუქტების გაყიდვის მიზნით და კლიენტებთან პირდაპირი ურთიერთობა ვალუტის გაცვლითი ოპერაციების საწარმოებლად.
** ჯგუფის უფროსის მოვალეობებში შედის უშუალოდ კორპორატიული სეგმენტის კლიენტების დაფარვა და სხვა სეგმენტების სავალუტო გაყიდვების და სეგმენტების მენეჯერების მონიტორინგი.

ძირითადი მოვალეობებია:

** კლიენტებთან ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება: "სპოტ" და სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტებზე
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება, სავალუტო ოპერაციებზე მოთხოვნის შესწავლა და კლიენტის ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტილების შეთავაზება
** ბანკის სავალუტო გაყიდვების სტრატეგიის კოორდინაცია, სავალუტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი
** კლიენტების ვალუტის გაცვლითი ოპერაციების ანალიზი, ბრუნვის და მარჟის დინამიკის კონტროლი და კონვერტაციებზე/ სავალუტო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა
** ყოველკვარტალური და ყოველთვიური შედეგების, ტრენდების და დასახული სამუშაო გეგმის ბანკის მენეჯმენტთან და სეგმენტების ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია
** სავალუტო რისკების ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია ფასდადების და სავალუტო ბაზარზე ინფორმაციის გაცვლის კუთხით

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3446
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე