სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: მარგებელი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თითოეული პროდუქტი წამყვან პოზიციას იკავებს და მომხმარებელში მაღალ ხარისხთან და ქართულ წარმოებასთან არის ასოცირებული.

ჰოლდინგის განვითარების ისტორიის საწყისებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად ადამიანებს და თანამშრომელთა გუნდს განვიხილავთ - რომელთა ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და ერთგულება - ქმნის ჩვენს წარმატებას!

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება, აღსრულების უზრუნველყოფა, კონტროლი და შედეგების ანალიზი;
** დაქვემდებარებულ სადისტრიბუციო არხ(ებ)ში კონკურენტების მდგომარეობის შეფასება, ანალიზი და შესაბამისი სარეკომენდაციო სამოქმედო გეგმის შეთავაზება ხელმძღვანელისთვის;
** გაყიდვების გეგმის გადანაწილება სავაჭრო აგენტების მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მასზე დაქვემდებარებული სადისტრიბუციო არხ(ებ)ის (სავაჭრო ობიექტების) მონიტორინგი;
** ახალი და პოტენციურ კლიენტების მოძიება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დისტრიბუტორებისთვის/პრისელერისთვის მიზნების დასახვა, შესაბამისი მითითებების მიცემა და შესრულების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა რეგულარული რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო)
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** MS Office

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა

შენიშვნა:

** საკუთარი ავტომანქანა
** საჭიროებიდან გამომდინარე ცვალებადი სამუშაო გრაფიკით მუშაობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2019 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა (მაგ: სუპერვაიზერი, სამცხე-ჯავახეთი).

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე