ფილიალის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: კაპიტალ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე ბათუმში.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 -ლარი, დამატებით ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული გეგმების შესრულება;
** ანგარიშის მომზადება ფილიალის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
** აქტიური გაყიდვების წარმოება, პროცესის უშუალო კონტროლი
** მომხმარებლის უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით
** ფილიალის თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით საფინანსო ორგანიზაციაში.
** პრიორიტეტი მიენიჭება საკრედიტო ორგანიზაციაში საკრედიტო პორტფელის (იპოთეკური სესხების) მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) სურათით შემდეგ ელ-მისამართზე: d.keshelashvili@capitalexpress.ge

მიუთითეთ, რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზუმეს (CV), წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე