სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
თანდართული ფაილი: 213250_gpost_app_6644613.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

** სერვერული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება;
** სერვერების ადმინისტრირება;
** ინფრასტრუქტურული სერვისების გამართვა, ინფრასტრუქტურაში დაცული მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და სარეზერვო სისტემის შექმნა და ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირება და დაარქივება;
** არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** შიდა კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის სერვერებისა, და ანტივირუსულ სისტემების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფიზიკა- მათემატიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** HP, IBM Blade Server Administration მუშაობის გამოცდილება;
** WMware, install, configure, manage მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Active Directory, DNS, Terminal Service, WSUS, File Server, IIS, Office Communicator, Skype for Business, Exchange Server, Microsoft Cluster Service მუშაობის გამოცდილება;
** Linux, postfix, apache, nginx, samba მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სისტემური ადმინისტრატორი.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.04.2019.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე