ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: პერფორმანს მარკეტინგული სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
თუ შენ გსმენია Google და Yandex-ის შესახებ, გაგიმართვას სარეკლამო კამპანია სოციალურ ქსელებში, იცი დაგუგვლის საინტერესო ხრიკები და მეგობრებში გყავს სერგეი ბრინი ან ლარი ფეიჯი, მაშინ ჩვენი ვაკანსია დაგაინტერესებს.

პერფორმანს მარკეტინგული სააგენტო (დაგუგულე ეს სიტყვები და მიხვდები რას ვაკეთებთ) აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე (შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ კომპანიის დასახელებას).

გუნდის ახალი წევრისგან ვითხოვთ:

სეო ოპტიმიზაციის ცოდნას:

** სემანტიკური ბირთვის შედგენას;
** საძიებო სისტემების სტატისტიკასთან მუშაობას;
** სეო ლინკების ტექნოლოგიის ცოდნას;
** ვებ გვერდების ტექნიკურ ანალიზს;
** კონტენტის ოპტიმიზაციას / სეო ტექსტების შედგენას
** ვებ გვერდის სწორი ინდექსაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას (თეთრი ოპტიმიზაცია);
** მეტა ტეგებთან მუშაობას;
** ვებ გვერდის სტრუქტურის ოპტიმიზაციას (ნავიგაციის გაუმჯობესებას შიდა გვერდებს შორის);

Google და Yandex სისტემების ცოდნას:

** Adwords, Direct - კონტექსტური რეკლამის გაშვებას/მონიტორინგს/ოპტიმიზაციას;
** Adsense და მსგავს სარეკლამო სივრცეებში რეკლამის გაშვებას/მონიტორინგს;
** Analitycs, Metrika - ანალიტიკის შესწავლას/დამუშავებას/მონიტორინგს;

SMM და SMO მარკეტინგის ცოდნას:

** Fb, In, in, ok, vk, yb სარეკლამო კამპანიების გაშვებას, მონიტორინგს.
** მიმზიდველი კონტენტის განთავსებას;
** ლიდების გენერაციას;

გაზქურაზე ჩაიდნის დადგმასა და ყავის/ჩაის მოდუღებას (ამ მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები და პრაქტიკული სამუშაოები);

განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით - არ გვჭირდება!
** ვიდეო ტრენინგები, ლექციები, ვორქ შოპები - მივესალმებით!
** წიგნები, ფორუმები, სტატიები, მარკეტინგული პორტალები - უკვე გვიყვარხართ!
** საკუთარი ბლოგი, კვლევები, სტატიები ან ვიდეო ლექციები - ვინ ხართ?

სამუშაო პირობები:

** არანორმირებული სამუშაო გრაფიკი (ყურადღება მიაქციეთ ამ პუნქტს! არავის უფლებებს არ ვარღვევთ და ხელ-კეტით არავინ მოგვყავს სამსახურში!);
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო (კომფორტი აყვანილია თითქმის სახლის პირობებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალათით და ქვედა საცვლით შეძლებთ სიარულს);
** საკუთარ სტარტაპებზე მუშაობის საშუალება;
** ანაზღაურება - 2000 ლარიდან + % გაყიდვებიდან.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: i.am.the.best.digital@gmail.com და წერილის სათაურში დაწერეთ "მე ვარ საუკეთესო მარკეტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე