საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი FSAP შეფასების მიხედვით, სებ-ის საზედამხედველო პრაქტიკა მაღალი ხარისხით შეესაბამება საერთაშორისო საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს და, რიგ საკითხებში, მისი ინოვაციური მიდგომები მაგალითს წარმოადგენს განვითარებული ქვეყნებისთვისაც. მისიის თანახმად, შთამბეჭდავია ზედამხედველების კვალიფიკაცია. 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომ ფინანსური სექტორის ზედამხედველობა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა. საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება რომელშიც სებ-ის თანამშრომლებიც, ბაზელის საკონსულტაციო კომიტეტის მეშვეობით, ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის, შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკასთან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილეობის მიღება, საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, არსებულ რეგულაციებში ცვლილებების შეთავაზება;
** ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებული დირექტივების მოთხოვნების ანალიზი და მათი დანერგვის მიზნით არსებულ რეგულაციებში ცვლილებების პროექტების მომზადება ან ახალი რეგულაციების მომზადება;
** კომერციული ბანკის ან სხვა საფინანსო ინსტიტუტის მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველ პირზე ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, დეკლარაციის განხილვა და შესაბამისობის დადგენა, მნიშვნელოვანი წილის შესყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
** საფინანსო ინსტიტუტების ლიცენზირებაზე/რეგისტრაციაზე განაცხადის შეფასების მიზნით, ლიცენზიის მაძიებელ პირებზე ინფორმაციის შეგროვება, ლიცენზირებასთან დაკავშირებული იურიდული დოკუმენტების განხილვა და შესაბამისობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
** კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული კონტაქტების და ხელშეკრულებების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი ან უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში);
** სასურველია ევროკავშირის სამართლის მიმართულებით ან საფინანსო სექტორში მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა);
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა.

კვალიფიკაციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საქმისადმი ერთგულება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულება;
** ანალიტიკური აზროვნება.

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა:

** გასაუბრება;
** წერითი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 1 მაისამდე თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე