მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ნაღდი ფულის (ბანკნოტებისა და მონეტების) გადათვლა და კატეგორიების მიხედვით დახარისხება, მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
** ნაღდი ფულის კონტეინერების (ბანკნოტები, მონეტები) მიღება, კონების/ ტომრების შიგთავსის ამოლაგება/ გადათვლა/ შეფუთვა;
** საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენა;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (დარიცხული)
კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

მსურველებს გთხოვთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ 26 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე