სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ბჰარგავა ფიტოლაბის წარმომადგენლობა
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
ინდური ფარმაცევტული კომპანია " ბჰარგავა ფიტოლაბის წარმომადგენლობა" საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან
** მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან
** მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში
** გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** ასაკი: 35 წლამდე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (სავალდებულოა)
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
** მართვის მოწმობა და ა/მ ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება 350 $ ის ექვივალენტი ლარში

მსურველებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების მიხედვით, მისამართზე: bhargavageorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე