დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Holiday Inn Telavi
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
სასტუმრო "Holiday Inn Telavi" 4* (თელავი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

T3 Hospitality Management არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. T3 წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - Hilton, Intercontinental Hotels, Wyndham, ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

აღწერა: პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** სასტუმროში ყველა მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესწრება დეპარტამენტის დილის შეხვედრას (მაგ.: სტუმრების ჩამოსვლა და გამგზავრება და სხვა)
** პასუხისმგებელია სასტუმროს ნომრების სტანდარტის მიხედვით დასუფთავებაზე
** პასუხისმგებელია საერთო ტერიტორიების, ასევე შენობის უკან არსებული ტერიტორიის სტანდარტის მიხედვით დასუფთავებაზე
** იცავს ბარათის უსაფრთხოების შესაბამის პროცედურებს
** იცავს სამრეცხაო კონტროლის შესაბამის პროცედურებს
** აქტიურად მონაწილეობს გარკვეულ ტრენინგებში

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების ცოდნა - სავალდებულო. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr@hi-telavi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე