SAP Business One დეველოპერი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SAP Business One დეველოპერი - სტაჟიორი
მომწოდებელი: ბიდიო საქართველო
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
კომპანია "ბიდიო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას Sap Business One- ის დეველოპერის პოზიციაზე.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, "ბიდიოს" საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ვაკანსიის დასახელება: Sup Business one - ის დეველოპერი (სტაჟიორი)

აღწერა:

BDO-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ბაზარზე ყოფნის 15 წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია/მოვალეობები:

** Sap Business One-ის AddOn-ების განვითარება
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც)
** .NET Framework-ის ცოდნა(C#)
** მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექსტის გარჩევა), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "SAP Business one დეველოპერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22/04/2019

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** I ტესტირება
** II გასაუბრება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე