მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე;
** შესაძლოა, თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს საზღვრებს გარეთ;
** არასტანდარტული სამუშაო პირობები (მაგ.: ექსპედიცია კარვებით, ტრანსპორტირება მიუვალ, რთულ გზებზე);
** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი (მაგ.: ექსპედიციის ხანგრძლივობა რამდენიმე დღე).

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თანმიმდევრულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** ავტომანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** საზღვარგარეთის პასპორტი.

ანაზღაურება: 720 ლარი (გადასახადების გარეშე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 25 აპრილამდე (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე