|
დასახელება:
ენერგომეურნეობისა და სარემონტო სამუშაოების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
პოზიცია: ენერგომეურნეობის და ტექნიკური სარემონტო სამუშაოების ინჟინერი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
** ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
** ინჟინრის პასუხისმგებლობაში არსებული ყველა დანადგარისა და ინფრასტრუქტურის მუდმივი ინსპექტირება, ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
** საექსპლუატაციო და დამხმარე მასალების სპეციფიკაციების მომზადება,
** გამოყენებული საექსპლუატაციო მასალების აღრიცხვა, სასმელი და ტექნიკურად ვარგისი წყლის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა, წყალმომარაგების ობიექტების (ჭაბურღილების) კონტროლი,
** ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაციით მათი გადაწყვეტა,
** ენერგიის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებისა და მათ შორის ურთიერთქმედების დეტალური აღწერა,
** ენერგეტიკული პროცესების ბლოკ-სქემების (Flowchart) შექმნა და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება,
** ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (WWTP) ოპერირება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად,
** ენერგეტიკული ფაქტორების განსაზღვრა წარსული და მიმდინარე ენერგომოხმარების მონაცემებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,
** ენერგომოხმარების ძირითადი მიმართულებების იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით,
** მომდევნო პერიოდის ენერგომოხმარების პროგნოზირება,
** იმ პოზიციების იდენტიფიცირება, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ენერგომოხმარების შემცირებაზე თავიანთი ქმედებებით,
** ენერგოეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი პრიორიტეტულად განხორციელების უზრუნველყოფა,
** ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების მონიტორინგი და მათი შესრულების უზრუნველყოფა,
** ენერგიის მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და გაუმჯობესების რეკომენდაციების მისაღებად ანგარიშგება ტოპ-მენეჯმენტის წინაშე,
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და სამუშაო პროცესში ტექნიკური სწავლების ჩატარება მათი პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის სფეროში, სასურველია FMCG სექტორში.
** უმაღლესი განათლება ინჟინერიის ტექნოლოგიის (BET), მექანიკური ინჟინერიის ან დაკავშირებული მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა (Upper Intermadiate).
** საბაზისო ცოდნა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული ყველა ელემენტისა და პროცესის შესახებ, როგორიცაა ხარისხი, წარმოება, ჩამოსხმა და ა.შ.
** სრულყოფილი ცოდნა ტექნიკური მომსახურების (Maintenance) შესახებ.
** პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** ურთიერთფუნქციური ბიზნეს პროცესების მყარი გაგება.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერზე: www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 19 ივნისი.
|
|
|
|