|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნორდსტოუნი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
ბეტონის მწარმოებელი კომპანია "ნორდსტოუნი" ქუთაისში ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს, კომპანიას აქვს 2 ბეტონის ქარხანა და ლაბორატორია.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.
** საველე გადაღება - საჭირო იქნება ბეტონის ჩასხმების გადაღება ადგილზე.
** კონტენტის შექმნა (ტექსტური, ვიზუალური, ვიდეო) და კალენდრის მართვა.
** სარეკლამო კამპანიების (Ads) მართვა და მონიტორინგი.
** საზოგადოებასთან ურთიერთობა (კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა).
** ანალიტიკური ანგარიშგება
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის პლატფორმების (FB, IG) სიღრმისეული ცოდნა (ჩვენ ძირითადად FB ვმუშაობთ, ინსტაგრამი ჯერ არ გვაქვს)
** წერითი ქართული (და სასურველია ინგლისური) ენის ცოდნა.
** სარეკლამო ინსტრუმენტების (Google Ads, Meta Ads Manager) ცოდნა.
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა (Canva, Photoshop, CapCut)
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1-2 წელი).
გვაქვს ჩვენი ბრენდ ბუქი, რომლის მიხედვით უნდა აიწყოს დიზაინი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@nordstone.ge, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო ან უბრალოდ მოკლე ინფორმაცია თქვენზე და FB გვერდები, რომელზეც გიმუშავიათ ან მართავთ.
იხილეთ ჩვენი ფბ გვერდი: ნორდსტოუნი - ფეისბუქ გვერდი
იხილეთ საქმიანობის დეტალური აღწერა: SMM Nordstone
|
|
|
|