Робота для біженців з України
სხვადასხვა - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: HSC Group
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სულ მალე კახეთში მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო გაიხსნება, რომელიც სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ და კომფორტულ გამოცდილებას შესთავაზებს.

სასტუმრო გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს 51 ნომერს, გამწვანებულ ტერიტორიას, ტერასას, რესტორანს, ბარებს, გასართობ და სარეკრეაციო სივრცეებს, ასევე მრავალფუნქციურ სივრცეებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია "HSC Group Hospitality", რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისსა და პროფესიონალური გუნდის განვითარებაზე.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

** მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერი (Front Office Manager - FOM)
** რეცეფციონისტი
** მარკეტინგის მენეჯერი
** გაყიდვების აღმასრულებელი
** რეზერვაციების აგენტი
** ხარჯების აღმრიცხველი
** ბუღალტერი
** უსაფრთხოების თანამშრომელი
** მიმტანი
** მზარეული
** დიასახლისი
** ინჟინერი

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ტრანსპორტირებას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას (რელოკაციის შემთხვევაში).

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური, განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებზე მომუშავე გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@hscgroup.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 03 05 81

გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება HSC Group-ის მიერ მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე