|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებზე და გთავაზობთ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს:
** ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ან 12:00-21:00, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურების სრული დაცვა;
** პროდუქციის ფასის გადამოწმება და ნივთის გატარება;
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის დაბრუნების შემთხვევაში) და დღის დახურვა;
** ფულადი ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge
სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|