Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702960&print=yes&view=jobs
 
ინგლისურენოვანი ტურ ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი ტურ ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian Trip
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
ტურისტული კომპანია "Georgiantrip"-ი აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტურ ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, ღვინის აღმართი 17
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Powerpoint პრეზენტაციების აწყობა;
** პოტენციური უცხოელი პარტნიორების მოძიება ონლაინ პლატფორმებიდან (Google);
** მეილების და ტელეფონის ნომრების ბაზის გაკეთება;
** მეილით ყოველ დღიური კონტაქტი უცხოელ ტურ ოპერატორებთან;
** ვაცაპით მიმოწერები და ზარების განხორციელება;
** მეილით ტურების შეთავაზებების გაგზავნა;
** ცხრილში ქვეყნების მიხედვით დალაგება პოტენციური დამკვეთებისა;
მოძიება კონკრეტული ქვეყნების სადღესასწაულო დღეებისა, როგორიცაა "რამადანი" ან მსგავსი დღესასწაულები;
** მისალოცი მეილების გაგზავნა პარტნიორებისთვის;
** ტურისტული პაკეტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ტურების აწყობა, Powerpoint-ის ცოდნა;
** კომპანიის განვითარებაზე ახალი იდეების დანერგვა კომპანიის მენეჯერთან ერთად;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** ყოველ დღიური რეპორტების გაგზავნა მენეჯერთან.

საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტურისტულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის მაღალი უნარები (Microsoft Office, Powerpoint პრეზენტაციების აწყობა);
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური, პუნქტუალური.

თუ თვლით რომ ადამიანებთან კომუნიკაცია და კომპიუტერულ ფაილებთან მუშაობა თქვენი ძლიერი მხარეა მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე georgiantripgo@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 21 23 25.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია