Робота для біженців з України
ჯგუფური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Nomads Of Georgia
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
ტურისტული კომპანია "Nomads Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენის ფლობა აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა აუცილებელია (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია

უპირატესობად ჩაითვლება:

** დამატებით უცხო ენის ცოდნა;
** ამ სფეროში მუშაობის გაგრძელების სურვილი;

ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:

** კომპანიის პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება;
** ტურისტული პაკეტების შედგენა, კალკულაცია და რეალიზაცია;
** დადასტურებული ტურების მონიტორინგი;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, მოტივირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

ჩვენი გთავაზობთ:

** ანაზღაურება თვეში 1800 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად, ზრდის პერსპექტივით. დამატებით - ბონუსი გაყიდული ტურებიდან.
** კორპორატიულ დაზღვევას და ტელეფონს.
** მეგობრული გუნდი და სასიამოვნო გარემო.
** სამუშაო ადგილი - თბილისი (სრულ განაკვეთზე).

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: joni@nomadsofgeorgia.com

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე