Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ყოველწლიური / კვარტლური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და
კორპორატიული მიმართულებებით;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
** მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: არასრული უმაღლესი, უმაღლესი;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აკადემიური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ბაზრის ტრენდების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო ადგილი: თბილისი. ქვემო ფონიჭალა - საწყობი, უ. ჩხეიძს #20-სავაჭრო ფართი #1
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი - 09:00-17:00
აუცილებელი პირობა: საკუთარი ავტომობილის და მართვის მოწმობის ფლობა.
ანაზღაურება: საბონუსე სისტემით, 1500 ლარიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი https://www.esggeorgia.ge/, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე