|
დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
ანკო
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია "ანკო" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობაზე.
სამუშაოს აღწერა:
სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესების მართვა. მშენებლობის ხარისხის, ვადების და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი. სამუშაო ბრიგადების მართვა. პროექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული საინჟინრო და სხვა ნახაზების დეტალური შესწავლა, შემსრულებლებისთვის ახსნა და დავალებების მიცემა. შრომითი უსაფრთხოების და სამუშაო დისციპლინის კონტროლი ობიექტზე. სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასთან და შესრულებასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა;
** არქიკადის და აუტოკადის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** MS საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Project, Visio, Outlook;
** გუნდურობა, პროაქტიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე hr@anko.ge
|
|
|
|