Робота для біженців з України
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

https://cai.ge/Caucasus Auto Import |
Facebook: Caucasus Auto Market | Rustavi | https://www.linkedin.com/company/caucasus-auto-import

"კაუკასუს აუტოში" გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში, რუსთავში, საბითუმო გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:

** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/pRdv

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე