|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ევროპულ-ქართული ფარმაცევტული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
ევროპულ-ქართული ფარმაცევტული კომპანია ეძებს სამედიცინო წარმომადგენელს, ბაზისური მოთხოვნები:
** პროფესიით ექიმი ან ფარმაცევტი;
** სასურველია ჰქონდეს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი არ არის შეზღუდული.
ჩვენი მომავალი თანამშრომელი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებსა და თვისებებს:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში;
** მიზანდასახული და თანმიმდევრული;
** აქტიურად და კრეატიულად მშრომელი;
** კომუნიკაციის კარგი უნარის მქონე, საჭირო სიტუაციებში - მშვიდი და გაწონასწორებული;
** ძალიან სასურველია ქართული ენის გამართული ფლობა და სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა, ასევე მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კომპანიის მხრიდან გპირდებით:
** სასიამოვნო მეგობრულ გარემოს;
** შრომის დაფასებას შესაბამისი ანაზღაურებით;
** მობილური ტელეფონის სასაუბრო უფასო ტარიფით უზრუნველყოფას;
** ხელფასს დაემატება ყოველთვიურად გაწეული სამგზავრო ხარჯი და გეგმის შესრულების შემთხვევაში - რელევანტური ბონუსი!
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ პირადში ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gblpharma2025@gmail.com
|
|
|
|