Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686253&print=yes&view=jobs
 
სერვის-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ინჟინერი
მომწოდებელი: ინტერლაბი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ტექნიკურად ძლიერ კადრს, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული დანადგარების გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ლაბორატორიული დანადგარების ადგილზე მიტანა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.
** აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტიკა, დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება.
** გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დანადგარების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა.
** ვიზიტები ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მივლინებები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან მონათესავე ტექნიკური დარგები).
** სამედიცინო/ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** ელექტრონული სქემების კითხვისა და ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად); სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

პიროვნული უნარები:

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
** ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი + ბონუსი.
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით (მათ შორის: ტრანსპორტირებისთვის კომპანიის ავტომობილი, ულიმიტო სასაუბრო დრო და საჭირო ინსტრუმენტები).

ჩვენს შესახებ: 2005 წლიდან კომპანია "ინტერლაბი" ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მცირე და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. ვართ ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.interlab.ge

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: cv@interlab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია