|
დასახელება:
შემომყვანი ტურ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ამბასადორი თრეველი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft O e: Word; Excel; PowerPoint; Outlook)
უპირატესობად ჩაითვლება:
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია;
** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია;
** ტურის მომზადება /დაგეგმვა / მიმდინარეობის კონტროლი;
** სერვისის მომწოდებლის შერჩევა / ურთიერთობის დამყარება / ფასის შეთანხმება / რეზერვაცია;
** კომპანიის პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** ინვოისების მომზადება და რეპორტინგი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა
** კვებას დღეში ერთხელ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@ambassadori.travel.
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|