Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686248&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფუდ ლაინ
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "ჯორჯიან ფუდ ლაინ" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ჯორჯიან ფუდ ლაინ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. "ჯორჯიან ფუდ ლაინ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო. (ორშაბათი - პარასკევი)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა.
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ნეტი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა, რეკრუტინგის სრული ციკლის უზრუნველყოფა (ვაკანსიის გამოქვეყნება, კანდიდატების შერჩევა, გასაუბრებების ორგანიზება);
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, ცნობებისა და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება;
** ხელფასების, ბონუსებისა და სხვა კომპენსაციების (Payroll) ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა დასწრების მონიტორინგი და სამუშაო დროის აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** თანამშრომელთა დაზღვევების რეგისტრაცია, განახლება და კონტროლი;
** ხელმძღვანელის, საქმესთან დაკავშირებული, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გუნდურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "HR-მენეჯერი"

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია