Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686243&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Next Door
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "Next Door", რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით მუდმივად ახალ პროექტებზე მუშაობს და მომხმარებლებს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებსა და ახალ სტანდარტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ოფისის პროცესების ორგანიზება და მართვა;
** ოფისში დისციპლინისა და კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის მართვა და კორესპონდენციის კონტროლი;
** კომპანიის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
** საკანცელარიო და საოფისე რესურსების მართვა;
** სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე დროული და პროფესიული პასუხის გაცემა.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია