Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686238&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
პოზიცია - გაყიდვების წარმომადგენელი
სამუშაო ადგილი - ბათუმი

ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების წარმომადგენელი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის/სერვისის წარდგენა
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მოლაპარაკებების წარმართვა და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** კლიენტების მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება
** გაყიდვების ანგარიშგების წარმოება
** კომპანიის სტანდარტების დაცვით კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაცია
** კომერციული წინადადებების მომზადება
** სააგენტოებისა და კომპანიების ვიზიტების განხორციელება რეგულარულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** Opera PMS სისტემების ცოდნა აუცილებელია;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM სისტემების გამოყენების გამოცდილება

რას გთავაზობთ ჩვენ:

** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** თანამედროვე სამუშაო გარემოს
** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს

2. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება;
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და პროგრამაში ასახვა;
** მენიუში არსებული კერძების, მათში არსებული ინგრედიენტების ცოდნა;
** სტუმრების კმაყოფილების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში

რას ველით თქვენგან:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** უცხო ენების ცოდნა

3. Steward, რომელიც ზრუნავს სამზარეულოს სისუფთავესა და კომფორტულ სამუშაო გარემოზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოსა და სამომსახურო ტერიტორიის სისუფთავის და ჰიგიენის უზრუნველყოფა
** ჭურჭლის, ხელსაწყოების და სამზარეულოს აღჭურვილობის წმენდა და დეზინფექცია
** საწყობის და ინვენტარის სწორად ორგანიზება და შენახვა
** ნარჩენების მართვა და სათანადო გადამუშავება
** სამუშაო პროცესში სხვა გუნდელების დახმარება საჭიროების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალებზე და სისუფთავის ნორმების დაცვის უნარი

4. რუმ სერვისის მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** დროულად ალაგების და ურიკების გატანის უზრუნველყოფა;
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა;
** სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება;
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

5. ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მომსახურება ბრენდის სტანდარტების მიხედვით
** ჯავშნების მართვა და ინფორმაციის მოწოდება
** სტუმართა მოთხოვნებზე დროული და პროფესიონალური რეაგირება
** თანამშრომლობა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/მომსახურების სფეროში)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ბრენდულ სასტუმროში)
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებით მუშაობის გამოცდილებას
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდასა და განვითარებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია