|
დასახელება:
ინფრასტრ. განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთავრი სპეციალისტის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1 3 3 0 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
** კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, საინჟინრო ტექნოლოგიების ან დაკავშირებული მიმართულება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურულ, საკომუნიკაციო ქსელებთან მუშაობის მიმართულებით (სასურველია სატელეფონო ქსელის ან ტელეკომუნიკაციების სფეროში);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
** დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
** დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობის უნარი.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
** თსუ სასწავლო კორპუსებში და შემოერთებულ ინსტიტუტებში შიდა სატელეფონოქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და თსუ ბალანსზე არსებული სატელეფონო ნომრების კონტროლი.
** სატელეფონო კომპანიებიდან მოსული ანგარიშ-ფაქტურებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, დამუშავება და დეპარტამენტის უფროსის რეზოლუციის შემდეგ ადრესატამდე გადაგზავნა, შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი.
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 8 დეკემბრიდან 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიცია.
|
|
|
|