|
დასახელება:
ქსელის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
SOLVIT
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
IT სერვის კომპანია SOLVIT-ი თავისი პარტნიორი ორგანიზაციისთვის ეძებს გამოცდილ ქსელის ადმინისტრატორს, რომელიც იზრუნებს პარტნიორი კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო მუშაობაზე. ეს პოზიცია ითვალისწინებს თანამედროვე ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობას, ახალი გადაწყვეტილებების დანერგვასა და მნიშვნელოვან ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობას.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 09:00- 18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
ქსელის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ძირითადი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია (LAN/WAN/WLAN, Firewall);
** ქსელის მონიტორინგისა და სარეზერვო სისტემების ადმინისტრირება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების ინსტალაცია, კონფიგურაცია და Troubleshooting;
** დისტანციური წვდომის სერვისების მხარდაჭერა (VPN);
** ქსელური ტოპოლოგიების შექმნა და განახლება;
** ახალი ტექნოლოგიების შეფასება, ტესტირება და დანერგვა;
** პროექტებში მონაწილეობა სხვა ტექნიკურ გუნდებთან ერთად;
** ახალი პროექტებისთვის ქსელური არქიტექტურის შემუშავება და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება და ანალიზი.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** Cisco-ის ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (აუცილებელია);
** მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Cisco სისტემებთან მუშაობაში;
** დისტანციური წვდომის სერვისების მხარდაჭერის გამოცდილება (SSL VPN, Site-to-Site VPN);
** დინამიკური როუტინგ პროტოკოლების ცოდნა (OSPF, EIGRP, BGP);
** Firewall სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Fortinet, Cisco);
** VPN და NAT ტექნოლოგიების ცოდნა;
** Switching ტექნოლოგიებისა და Wi-Fi პროტოკოლების ცოდნა;
** სასურველია CCNP სერტიფიკატი.
უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვის და მართვის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად და პროაქტულად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge ; შერჩევის ტექნიკური გასაუბრება ჩატარდება SOLVIT- ის გუნდის მიერ. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქსელის ადმინისტრატორი".
|
|
|
|