Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ გაქვთ სურვილი იმუშაოთ აქტიურ და პროდუქტიულ გუნდთან ერთად განვითარებად კომპანიაში, ეს სამსახური თქვენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** შესასრულებელი საქმიანობის ადგილზე შესწავლას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაოს.

პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ტერიტორიული მდებარეობა: ლილო (ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს)
** ანაზღაურება: გამომუშავებით (გაიცემა საბანკო ანგარიშზე)

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

მოთხოვნები

** განვითარების და დასაქმების სურვილი და მოტივაცია;
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 01.01.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/wjpWf8aAW1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე