Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686137&print=yes&view=jobs
 
რეზერვი პრისელერი - ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი პრისელერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი პრისეილერის პოზიციაზე გურიაში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

http://www.bms.ge/

ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1200 ლარი + მანქანის ცვეთის ხარჯი
150ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
არ ვითხოვთ უძრავი ქონების უზრუნველყოფას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან;
** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში;
** სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.

თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595 089796.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია