|
დასახელება:
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთნ ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** კომპანიის საკომუნიკაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება;
** ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა ციფრულ სივრცეში, ბრენდის ცნობადობის ამაღლება;
** კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** ციფრული კონტენტის შექმნის, მომზადებისა და რედაქტირების პროცესის მართვა;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, Linkedin, TikTok) მართვა და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და მართვა;
** მომხმარებელთა ქცევის გაზომვა და ანალიზი ციფრულ სივრცეში, ანალიტიკა და რეპორტინგი სარეკლამო კამპანიების შესახებ.
** კომპანიის საიტის რეგულარული მონიტორინგი და განახლება;
** შიდა ციფრული პლატფორმების, გარე პროდუქტებისა და ონლაინ კომუნიკაციების მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
** საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგულ სააგენტოებთან მოლაპარაკების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** Google-ისა და Meta-ს სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;
** სარეკლამო ძრავების პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** კრეატიული აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|