Робота для біженців з України
ქართული ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართული ენის პედაგოგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

"საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ქართული ენის პედაგოგი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 2026 წლის იანვარი - 2027 წლის ივნისი

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან მუშაობს ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვებს, რომლებიც არიან ოჯახთან დაშორების რისკის ქვეშ ან უწევთ მშობლისგან მოშორებით ცხოვრება. ჩვენი მიზანია მათთვის უსაფრთხო, სტაბილური და მზრუნველი გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენი პროგრამები მოიცავს ალტერნატიულ ზრუნვას, ოჯახების გაძლიერებას, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, ადრეულ განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების გაძლიერებას.

პროექტის შესახებ:

პროექტი "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების საგანმანათლებლო, ფსიქოსოციალური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. მისი ერთ-ერთი კომპონენტია უკრაინელი ოჯახებისთვის ქართული ენის სწავლება.

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული ენის სწავლება ზრდასრული უკრაინელი ლტოლვილებისთვის, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
** სწავლების სესიების დაგეგმვა სხვადასხვა ენობრივ დონეზე მყოფი ჯგუფებისთვის (საწყისი, საშუალო).
** სწავლების პროცესში უკრაინული და/ან რუსული ენის გამოყენება როგორც სამუშაო ენა, ახსნა-განმარტებებისთვის და სწავლების ეფექტიანობის გასაზრდელად.
** სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების მომზადება და ადაპტაცია ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით.
** საკომუნიკაციო მეთოდების, პრაქტიკული დიალოგებისა და რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული სავარჯიშოების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი, მონაწილეთა პროგრესის რეგულარული შეფასება, მოკლე ანგარიშის მომზადება და მოთხოვნილ ვადებში წარდგენა.
** უსაფრთხო, კულტურულად მგრძნობიარე და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.
** კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა ბენეფიციართან მუშაობისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის პედაგოგის კვალიფიკაცია და შესაბამისი დიპლომი.
** უკრაინული და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის და ჯგუფის მართვის უნარი.
** უცხოელებისთვის ქართული ენის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა და მოქნილობა
** მრავალფეროვან გარემოში მუშაობის უნარი და კულტურული მგრძნობელობა;
** სწავლების კრეატიული მეთოდების გამოყენების ცოდნა.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge.

სათაურში მიუთითეთ: ქართული ენის პედაგოგი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.12.2025

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე