Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686083&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.

სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 35 ფილიალით საქართველოს 14 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ყვარელში, ახალციხესა და ფოთში.

სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თუ მონაცემებთან მუშაობა გიყვარს და გინდა, შენი მიგნებები რეალურ ბიზნეს-გადაწყვეტილებებად აქციო, შემოგვიერთდი!

რას გააკეთებ ამ როლში?

** შეაგროვებ, გააანალიზებ და ინტერპრეტაციას გაუკეთებ მონაცემებს ვებ-ანალიტიკის, სოციალური მედიის ანალიტიკისა და CRM სისტემებიდან.
** მოამზადებ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ მარკეტინგულ ანგარიშებსა და პრეზენტაციებს, მარკეტინგული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით.
** გაუწევ მონიტორინგს და მოამზადებ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მარკეტინგული პროექტების გაუმჯობესებისთვის.
** გააანალიზებ კონკურენტების აქტივობებს, ინდუსტრიულ ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს მარკეტინგული შედეგების გასაუმჯობესებლად.

რა კვალიფიკაცია და უნარები დაგეხმარება წარმატებაში?

** ბაკალავრის ხარისხი სტატისტიკაში, მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის სფეროში.
** ინგლისური ენის სრულყოფილი წერილობითი და ვერბალური ცოდნა.
** MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის.
** ანალიტიკური უნარები, მონაცემების ინტერპრეტაციის, მნიშვნელოვანი მიგნებების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
** მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან (მაგ., Google Analytics, Meta Business Suite და სხვა) მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მონაცემთა ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია