Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686076&print=yes&view=jobs
 
ფინანსური დირექტორი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - კომპანიის დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა
** ფინანსური დეპარტამენტის დოკუმენტების (სტრატეგია, სახელმძღვანელოები-ინსტრუქციები, სამოქმედო გეგმის, ბიზნეს-პროცესის) შემუშავება/დანერგვა
** კომპანიის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში პოზიციის შესაბამისი ჩართულობა
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის უზრუნველყოფა
** წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პერიოდული ანგარიშგებების მომზადება/წარდგენა კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტისა და დამფუძნებლებისათვის
** სააღრიცხვო პერიოდის (ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი
** დეპარტამენტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური ბიუჯეტის გეგმის შემუშავება
** უმაღლესი მენეჯმენტის რეკომენდაციების საფუძველზე ბიუჯეტის საბოლოო ფორმის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა დირექტორთან
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა დეპარტამენტების შესრულების ყოველთვიური ფინანსური ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/წარდგენა
** დანახარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის შერჩევაში მონაწილეობის მიღება, შერჩეულ კომპანიასთან ურთიერთობა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების მონიტორინგი
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა
** ფინანსური ინფორმაციის ERP პროგრამასთან ინტეგრირების უზრუნველყოფა
** საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ძირითადი საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა / შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
** მარაგების კონტროლი და არაეფექტური მარაგების დაგროვების შემთხვევაში რეაგირება შესაბამისი პირების ინფორმირებით
** დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და მათი ეფექტური გადანაწილება
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში ადაპტაციის პროცესში ხელშეწყობა
** თანამშრომელთა შესრულებული საქმიანობის მონიტორინგის და შეფასების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების ინიცირება კომპანიის HR დეპარტამენტთან/კომპანიის დირექტორთან
** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების ნაწილში ფინანსური კუთხით ჩართულობა

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** აუცილებელია MS Office-ის ძალიან კარგი ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, გუნდის მართვის უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი. ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აუცილებელია იყოს პასუხისმგებლიანი, კოლეგიალური და ორგანიზებული.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური დირექტორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება:

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია