|
დასახელება:
პირდაპირი ეთერის წამყვანი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პირდაპირი ეთერის წამყვანის პოზიციაზე.
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და მოტივირებული, გიყვარს კამერასთან მუშაობა და შეგიძლია პროდუქტების საინტერესო პრეზენტაცია, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო დრო: კვირაში 2-3 დღე, 2-3 საათი;
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი;
ანაზღაურება: 100-150 ლარი ყოველ ლაივ-ტრანსლაციაზე, განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
ლაივის წამყვანის პოზიციაზე თქვენი მთავარი ამოცანა იქნება:
** კვირაში 2-3 ჯერ ლაივის წარმართვა;
** კამერასთან ბუნებრივი, დამაჯერებელი და პოზიტიური ქცევა;
** პროდუქტის საინტერესოდ წარმოჩენა;
** ლაივის პროცესის ზუსტად წარმართვა და კონტროლი;
** ლაივის პროცესში კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია აუდიტორიასთან, შეკითხვებზე პასუხი (საჭიროების მიხედვით).
რას ველით შენგან:
** თავისუფალ და ბუნებრივი კომუნიკაციის უნარს;
** კრეატიულობას;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას;
** სოციალურ ქსელებში ტექნიკური პროცესების ეფექტურად მართვის უნარს.
დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე: streaming.vacancy@gmail.com გაგვიზიარეთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად და გთხოვთ მიუთითეთ თქვენი Facebook, Instagram ან TikTok პროფილების ლინკები, რათა უკეთ გავეცნოთ თქვენს სტილს, კონტენტს და კომუნიკაციის უნარებს.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ლაივის წამყვანი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
|
|
|
|