Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686031&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Gastronome Group-ში ვეძებთ თანამშრომელს ჰოლდინგის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველთვიური და კვარტალური რეპორტინგის წარმოება. Income Statement, Balance Sheet, Cash Flow Statement, Working Capital Report, Sales Analysis Report (რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს გაყიდვების ანალიზს რამდენიმე ჭრილში)
** ფინანსური რეპორტინგის პროგრამულად უზრუნველყოფა
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბონუსების დაანგარიშება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
** შიდა და გარე აუდიტთან კოორდინირებული მუშაობა და მოთხოვნილი დოკუმენტების მიწოდების უზრუნველყოფა
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად
** ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება
** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, იმპორტი მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა
** ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა
** თვის, კვარტლის და წლის დახურვა
** დაგეგმილი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** დებიტორებისა და კრედიტორების ყოველკვირეული ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესაბამის სამსახურთან ერთად; ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა
** კომპანიის მენეჯმენტისთვის ანალიტიკის და რეკომენდაციების მიწოდება
** ხელმძღვანელ პირებთან ეფექტური ანგარიშგების პრაქტიკის ჩამოყალიბება

მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების, სტატისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge .
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია